Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩაიშალა


აქცია, რომელიც არ შედგა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:24 0:00
გადმოწერა
ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ-ს ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „დღეს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს არ მიეცა საშუალება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენების, პოლიციამ რეალურად ვერ უზრუნველყო ამ ადამიანებისათვის სამშვიდობო აქციის ჩატარების პირობები", - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლების პირდაპირ ვიდეოტრანსლაციაში. მისივე თქმით, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე ფაქტი. "ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ამის შესახებ ძალიან მალე გავავრცელებთ საგანგებო განცხადებას“, დასძინა ნანუაშვილმა. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სამარშრუტო ტაქსის მინები ჩაამსხვრიეს და მასში მსხდომთ ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელიც. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევდა. მაშინ, როცა სასულიერო პირების მიერ მოწყობილ დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG