Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად გამოიძიონ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი


პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ქართული ოცნება" მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", - ნათქვამია განცხადებაში. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვრა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი. "ქართული ოცნებისა" და"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

XS
SM
MD
LG