Accessibility links

logo-print
ოქტომბერში გორში დემოკრატიის სკოლა გაიხსნება. ამ პროექტს საქართველოში ახორციელებს „ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD). ის ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.

NIMD ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების ერთობლივ ინიციატივებს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაუმჯობესების მიზნით; პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას; პოლიტიკურ პარტიებსა, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოში დემოკრატიის სკოლების შექმნა. ორი ასეთი სკოლა ქუთაისსა და თელავში უკვე არსებობს, ოქტომბრიდან კი გორშიც გაიხსნება. NIMD–ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ გორში საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დემოკრატიის სკოლის შესახებ ესაუბრა. სკოლაში ჩარიცხვა შესაძლებელია შესაბამისი ანკეტის შევსების შემდეგ. გორის სკოლაში სულ 65 ადამიანი ჩაირიცხება.
ჩვენ გვინდა დევნილი მოსახლეობა ჩავრთოთ ამ სკოლებში და მათაც დავეხმაროთ იმაში, რომ საკუთარი ამოცანები და პრობლემები გადაწყვიტონ...

NIMD ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას დემოკრატიის განათლების სფეროში და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას, აქტიური მოქალაქეებისათვის ეფექტური საგანმანათლებლო პლატფორმის შესაქმნელად. პროგრამის მონაწილეები დაეუფლებიან დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, გაიღრმავებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ უნარებს საკუთარი იდეების რეალობაში განსახორციელებლად. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, გორზე არჩევანი იმის გამო შეჩერდა, რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც მრავალი გადაუჭრელი პრობლემაა დაგროვილი, მთავარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებია. ამიტომ, მისი აზრით, დემოკრატიის გაძლიერებით უსაფრთხოების გაძლიერებაა შესაძლებელი.

საქართველოშია, საერთოდ, დემოკრატიის ნაკლებობა და, მით უმეტეს, რეგიონში. გამოხატვის და შემეცნების ფორმითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეცოდინება რაღაცა ახალი და უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ სფეროში...
„გამოწვევაა ის, რომ დიდი უსაფრთხოების საკითხები არის. ჩვენ ამ რესურსს მოვიაზრებთ როგორც უსაფრთხოების გაზრდის რესურსსაც, იმიტომ რომ ძლიერი დემოკრატიის ტრადიციების ქვეყანას სულ სხვა შესაძლებლობები აქვს, ვიდრე არშემდგარ სახელმწიფოს. ასევე ჩვენ გვინდა დევნილი მოსახლეობა ჩავრთოთ ამ სკოლებში და მათაც დავეხმაროთ იმაში, რომ საკუთარი ამოცანები და პრობლემები გადაწყვიტონ. პოტენციურად, სტრატეგიულად, გრძელვადიან პერსპექტივაში - თუმცა აჯობებს თუ მოკლევადიანი იქნება - ამას როგორც ნდობის გაძლიერების, კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლო რესურსადაც ვხედავთ“, – აცახდებს ლევან ცუცქირიძე.

გორელებმა დემოკრატიის სკოლის მიმართ ინტერესი შეხვედრაზევე დააფიქსირეს. ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი იამზე გოჩაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტია და ამ მიმართულებით ცოდნის და განათლების შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია:

„საქართველოშია, საერთოდ, დემოკრატიის ნაკლებობა და, მით უმეტეს, რეგიონში. გამოხატვის და შემეცნების ფორმითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეცოდინება რაღაცა ახალი და უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ სფეროში.“
ძალიან უჭირთ ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს კადრები. ეს იქნება კადრების სამჭედლო, რაც ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს, წაადგება მედიას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სკოლას დაამთავრებს...

გორელი პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ მომავალში დემოკრატიის სკოლა შესაძლოა საკადრო ბაზაც კი გახდეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორისთვის:

„ძალიან უჭირთ ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს კადრები. ეს იქნება კადრების სამჭედლო, რაც ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს, წაადგება მედიას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სკოლას დაამთავრებს. ჩვენ ქალაქში გვეყოლება 65 გადამზადებული ახალგაზრდა, რომელმაც საფუძვლიანად იცის რა არის დემოკრატია და როგორ შეუწყოს ხელი დემოკრატიის მშენებლობას.“

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლექსო ვალიაური მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის საერთაშორისო დახმარება მნიშვნელოვანია. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის კი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია.

საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, განიცდის ხელშესახებ ინსტიტუციურ ცვლილებებს, თუმცა ჩამოყალიბებული დემოკრატიული მმართველობის შესაქმნელად საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო მსჯელობის ხარისხის გაღრმავება აუცილებელია. დემოკრატიის განათლების პროგრამა ამ უკანასკნელთა გაძლიერებას ემსახურება.

NIMD–ის მისიაა სამოქალაქო განათლების მეშვეობით აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობა და განვითარება, დემოკრატიული ცვლილებებისა და საზოგადოების განვითარების მიზნით,

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG