Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა


სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა
please wait

No media source currently available

0:00 0:42:36 0:00

26 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა, "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" მკვლევრები. მათ ილაპარაკეს უმაღლესი განათლების პროგრამებისა და დასაქმების ბაზრის ურთიერთკავშირზე საქართველოში. მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა არიან თანაავტორები ნაშრომისა - "აკადემიური პროგრამების შედეგებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა სოციალურ მეცნიერებაში", რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა. მკვლევრები შეეცადნენ ეჩვენებინათ ტენდენციები - რა სახის კავშირებია შრომის ბაზარსა და განათლების სფეროს შორის? როგორ აფასებენ სტუდენტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და დამსაქმებლები ამ კავშირებს? გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული 1001 კურსდამთავრებულიდან დასაქმებულია 700. დასაქმებულთაგან 36% აცხადებს, რომ ძირითადი პროფესიით დასაქმდა, თუმცა მათი 70% თვლის, რომ მათი ახლანდელი სამუშაო იმაზე მეტ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს, ვიდრე უნივერსიტეტებში მიიღეს. დამსაქმებლების პოზიციაში გამოჩნდა, რომ მათ მეტნაკლებად აკმაყოფილებთ უმაღლესდამთავრებული დასაქმებულების თეორიული ცოდნა, თუმცა, ხედავენ კომპეტენციების, მათ შორის - ანალიტიკური უნარის დეფიციტს. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სტაჟირების კომპონენტის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა და კარიერული განვითარების ცენტრების როლის გაზრდა. მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა თვლიან, რომ მსგავსი გამოკვლევები პერიოდულად უნდა ტარდებოდეს ტენდენციების გამოსავლენად და განვითარების პრიორიტეტების დაგეგმვისთვის.

XS
SM
MD
LG