Accessibility links

logo-print

„დიდი ოცეულის“ ლიდერები: გზას გადავუკეტავთ ტერორის დაფინანსების წყაროებს


დევიდ კამერონი, ვლადიმირ პუტინი

დევიდ კამერონი, ვლადიმირ პუტინი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გადაუჭრან დაფინანსების წყაროები ტერორისტულ დაჯგუფებებს. კამერონმა ეს განაცხადა „დიდი ოცეულის" სამიტის დროს თურქეთში.

კამერონის თანახმად, სამიტის მონაწილეებს განზრახული აქვთ, წინ აღუდგნენ ტერორისტული პროპაგანდის ექსტრემისტულ იდეოლოგიას და უკეთ დაიცვან თავი უცხოელი მებრძოლებისგან, დაზვერვის ინფორმაციის ურთიერთგაზიარებით და მათთვის მოგზაურობის აკრძალვით.

კამერონი მანამდე შეხვდა პუტინს, რომელიც გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, გაერთიანდნენ ტერორიზმთან ბრძოლაში. კამერონის თქმით, ძალიან დიდია უფსკრული დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სირიის ომის დასრულების გზების თაობაზე, მაგრამ არის მზადყოფნა ყველა მხრიდან კომპრომისისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG