Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი საბანკო გარიგება


“თიბისი ბანკისა” და “ბანკ რესპუბლიკის” გარიგების ფაქტი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებით, ფრანგული "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის და საქართველოში რჩება. მისივე თქმით, ”სოსიეტე ჟენერალი” ”თიბისი ბანკის” აქციების 5.4 %-ის მფლობელი ხდება.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ გარიგებაზე ბანკის მენეჯმენტი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, გარიგება წარმატებით დასრულდა და ”თიბისი ბანკი” ”ბანკ რესპუბლიკის” აქციებს ყიდულობს.

დიდი საბანკო გარიგება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:46 0:00
გადმოწერა

ეს არის ყველაზე დიდი გარიგება ქართულ საბანკო ისტორიაში და ამით ”თიბისი ბანკი” უახლოეს ხანში გადავა 250 ყველაზე მსხვილი კომპანიის რიცხვში ლონდონის ბირჟაზე.

აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად, ”თიბისი ბანკი” ბაზარზე, დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით, ნომერ პირველი ბანკი ხდება.
„თიბისი ბანკში“ ირწმუნებიან, რომ ამ გარიგების შედეგად არ მცირდება კონკურენტული გარემო. მისივე თქმით, ”თიბისი ბანკს” ”ბანკ რესპუბლიკის” შეძენით გაუიაფდება რესურსი და აღნიშნული გარიგება გამოიწვევს ცვლილებებს მხოლოდ პოზიტიური კუთხით. ”თიბისი ბანკმა” შეიძინა „პროგრესბანკის“ აქტივებისა (108 მილიონი ლარი) და პასივების (108 მილიონი ლარი) შერჩეული ნაწილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთი ქართული ბანკიდან შესაბამისი პორტფელების შეძენაზე, თუმცა რომელი ბანკია ეს, ამჯერად ”თიბისი ბანკში” არ აკონკრეტებენ.

გარიგებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG