Accessibility links

logo-print

გვითხრა ერთ-ერთმა გამვლელმა და მერე იგივე გვითხრა ყველამ, ვისაც კი თბილისის ქუჩებში ვკითხეთ, ეხმარება თუ არა უცხო ადამიანს? მათ ალბათ გაუკვირდებათ კვლევის შედეგები, რომელიც არკვევს, რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე დიდსულოვანი და გულუხვი ადამიანები. როგორ შეიძლება ეს გაიზომოს? ან რა ვითარებაში ვლინდება ეს თვისება? საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია The Charities Aid Foundation ყოველწლიურად ატარებს კვლევას ამის დასადგენად.

წლევანდელი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დიდსულოვანი ხალხი მიანმარში ცხოვრობს, შემდეგ აშშ მოდის, შემდეგ ავსტრალია და სხვა... კვლევის მიხედვით, საქართველო 120-ე აღმოჩნდა, 140 ქვეყანას შორის. კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, ფულადი შემოწირულობა, მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობა. მოკლედ, კვლევის შედეგები და ქართული რეალობა, ის თუ რა განსხვავებაა ქველმოქმედებასა და ფილანთროპიას შორის? და კიდევ ის, თუ რატომ ვერა და ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“.

ნინო კიკნაველიძე, მარინა თაბუკაშვილი

ნინო კიკნაველიძე, მარინა თაბუკაშვილი

​საუბრობენ ამ კანონპროექტის ავტორები - მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდ „ტასოს“ გენერალური დირექტორი და ნინო კიკნაველიძე - ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG