Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: იზა ბოდოკია და ანა ასლანიკაშვილი


1 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ იზა ბოდოკია, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი და ანა ასლანიკაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი. მათ ისაუბრეს აივ-ინფექციით ინფიცირებისა და მკურნალობის შესაძლებლობებზე.

საქართველოში 6 ათასი აივ-ინფიცირებულია. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალური რაოდენობა 10 ათასამდე შეიძლება მერყეობდეს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ითვლება, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მაღალი დონეა. აივ-ინფექციის ტესტი და შემდეგი მკურნალობა მთლიანად უფასოა, თუმცა, როგორც „დილის საუბრების“ სტუმრებმა განაცხადეს, დაბალი ცნობიერების გამო დაავადების გამოვლენა მძიმე სტადიაზე ხდება, რაც ინფექციის მართვას ართულებს; ასევე მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყანაში ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის დაძლევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG