Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო რიჟამაძე ამომრჩეველსა და არჩეულს შორის მწირი, არაეფექტიანი კომუნიკაციის მიზეზებზე


18 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი. მან ილაპარაკა ამომრჩევლის დამოკიდებულებაზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და თვითმმართველობების მიმართ. ნინო რიჟამაძემ ჩამოთვალა მიზეზები, რომლების გამოც მაჟორიტარებსა და ამომრჩეველს შორის კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა არ ხდება. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო მალხაზ ჭკადუა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი, რომელმაც ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე, რომლითაც დადგინდა, რომ გამოკითხული ამომრჩევლების 40% თვითმმართველობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს არ თვლის თავისი ინტერესების გამომხატველად. მალხაზ ჭკადუამ ილაპარაკა ამგვარი პროექტების მნიშვნელობაზე ამომრჩეველსა და არჩეულთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.

XS
SM
MD
LG