Accessibility links

logo-print

ლევან გერაძე ოკუპაციასა და ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე


27 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ოკუპაციის ფონზე და 19 მაისს ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ადეკვატური, თანმიმდევრული და კომპლექსური პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ლევან გერაძე თვლის, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორუმი უნდა გამოიყენოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის და უნდა წარმართოს "პროაქტიური, მაგრამ არაისტერიული" საგარეო პოლიტიკა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრების განახლებას ლევან გერაძე იმედით უყურებს და ფიქრობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი ფორმატი, არამედ ის, თუ რა დგას მის უკან, რისთვის არიან მზად მხარეები. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ, თუ თანამშრომლობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, კომუნიკაცია მაინც უნდა აღდგეს საერთაშორისო ჩართულობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG