Accessibility links

logo-print

ირმა პავლიაშვილი საარჩევნოდ კანონმდებლობის გამკაცრებაზე


22 ივნისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი. მან ილაპარაკა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომლის თანახმადაც, მკაცრდება ზედამხედველობა საარჩევნო პროცესზე. ირმა პავლიაშვილის თქმით, ცვლილებები – რომლითაც ხელისუფლება იმ მიზნის მიღწევას გეგმავს, რაც არჩევნების ღია და დემოკრატიულად ჩატარებაა – კითხვის ნიშნებს შეიცავს. ირმა პავლიაშვილის თქმით, საარჩევნო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ამ ცვლილებების განხორციელებით რჩება ბუნდოვანი მუხლები, რომელთა ინტერპრეტაციის შემთხვევში შესაძლოა, პრობლემები შეექმნას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG