Accessibility links

logo-print

მიხეილ მირზიაშვილი რეკრეაციული ზონების დაუცველობაზე


4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ მირზიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. მან ილაპარაკა თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ზოგადად რეკრეაციული ზონების დაუცველობის პრობლემაზე. მიხეილ მირზიაშვილი თვლის, რომ ასეთი ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლის, გაცვლა-გამოცვლისა და გასხვისების საკითხს ვერ უნდა წყვეტდეს ობიექტის დირექცია თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, არამედ უფრო მაღალი სტატუსის მქონე ორგანო, თუნდაც - პარლამენტი. "დილის საუბრების" სტუმარმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის აზრის გათვალისწინების მნიშვნელობას, რაც, მისი აზრით, იმავე ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში შეიძლებოდა ადგილობრივი მოსახლეობის პლებისციტის გზით გამორკვეულიყო. მიხეილ მირზიაშვილმა ილაპარაკა ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე რეკრეაციული ზონების მიმართ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG