Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნესტან ლონდარიძე


ნესტან ლონდარიძე
ნესტან ლონდარიძე

20 ივნისს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო ნესტან ლონდარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი. მან ილაპარაკა წამების მსხვერპლი ყოფილი მსჯავრდებულების საქმეებზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილი ათამდე ყოფილი მსჯავრდებული ითხოვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ყოფილ მსჯავრდებულებს სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს“. ამასთან, 10 ივნისს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებაც მიიღო, რომლითაც შეფასდა 2004-2012 წლებში ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. დადგენილებაში ნათქვამია, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა, გამოიყენებოდა ინტერნსიურად, სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ და ა.შ. ნესტან ლონდარიძე საუბრობს დადგენილების მნიშვნელობაზე და სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG