Accessibility links

logo-print

27 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების გამოძიების პერსპექტივაზე. ნიკა ჯეირანაშვილმა განმარტა რა არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იყოს საქართველო აქტიური. სტუმრის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატაში შესულია 6000 გზავნილი (წარმომადგენლობა) დაზარალებულების სახელით. ნიკა ჯეირანაშვილმა ილაპარაკა ფორუმზეც, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეგიდით გაიმართა ჰააგაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG