Accessibility links

logo-print

სოსო ბარათაშვილი "კაბელების საქმესა" და საქალაქო სასამართლოს განაჩენზე


17 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მან ილაპარაკა ე.წ. "კაბელების საქმეზე", თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, რომლითაც 5-ვე ბრალდებულს მიესაჯა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სოსო ბარათაშვილმა ილაპარაკა ბრალდების პოზიციის უსაფუძვლობაზე და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების თავისებურებებზე. "იმ შემთხვევაში, როცა ბრძოლა მიმდინარეობს ბოლომდე, ყოველთვის მთვრდება სიმართლის გარკვევით და იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება", - აცხადებს ადვოკატი. სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის მოტივს, განზრახვის საფუძველს, ანგარებითი მიზნის არსებობას დაადასტურებდა. მეტიც, პროექტი, რომელში სახელმწიფო თანხის გაფლანგვაშიც სასამართლომ 5 პირს მიუსაჯა პატიმრობა, დღესაც წარმატებით ხორციელდება. სოსო ბარათაშვილმა თქვა ისიც, რომ დაკავებულ 5 პირს არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა შეხება თანხასთან, რომლის გაფლანგვასაც მათ ედავებიან. ბრალდებას არც იმაზე უზრუნია, რომ რაღაც სტანდარტს მაინც აკმაყოფილებდეს მათი პოზიცია. რადიო თავისუფლების ეთერში სოსო ბარათაშვილმა აღწერა გაფლანგვის ბრალდების არსი. "კაბელების საქმეში" ბრალდებულთაგან არც ერთი პირი არ ყოფილა არც თანხის მიმღები და არც ვინმეზე გამცემი. ცნობილია აგრეთვე, რომ პროექტი, რომელზეც სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება, დეტალურად იყო ცნობილი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ყველა იმ წევრისთვის, ვისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებითაც განხორციელდა ის. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე გვიან 30 მაისის დილის 10 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს განაჩენი სრული სახით, რის შემდეგაც დაცვის მხარე დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს მას შემდგომ ინსტანციაში. ამასთან, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი უმთავრეს ამოცანად თვლის მიმდინარე საქმის დეტალებზე საზოგადოების ინფორმირებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG