Accessibility links

შორენა ლორთქიფანიძე ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზე


11 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზე. შორენა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ნატოს სამიტის კომუნიკეს ენა არის შეცვლილი და უფრო სამხედრო ხასიათის არის. დოკუმენტის დასაწყისშივე ორ საფრთხეზე წერია - რუსეთსა და "ისლამურ სახელმწიფოზე". "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე - ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი მექანიზმის საქართველოსთვის მინიჭება პოლიტიკური კონსენსუსის საკითხად რჩება. შორენა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესის დიდი ნაწილი საქართველოში გასაკეთებელზე - რეფორმებზე მოდის. რეფორმებზე მითითების კონტექსტში მან გაიხსენა აშშ-საქართველოს 6 ივლისს ხელმოწერილი მემორანდუმიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG