Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი


9 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.

ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ პარლამენტს შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა მოსამართლეების დასაცავად - რომ ისინი არ იყვნენ დამოკიდებული ცალკეული პირის ნებაზე, არამედ - სისტემაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების (და არა მხოლოდ) ამბავმა მოსამართლეებს დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდა გაუჩინა. ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია უკეთესი კომუნიკაცია პროცესის მონაწილეებს შორის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG