Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სალომე გელაშვილი


15 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სალომე გელაშვილი, "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" პრესსპიკერი. მან ილაპარაკა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე. ვის ეხება და ვის არა ეს პროცესი, რა შეღავათებს ითვალისწინებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რა ტექნიკური უზრუნველყოფაა საჭირო ციფრული მაუწყებლობის მისაღებად, სად შეიძლება ? - ამ და სხვა კითხვებს უპასუხა დილის გადაცემის სტუმარმა. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა განხორციელდეს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG