Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნესტან ლონდარიძე და თამარ ლუკავა


26 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნესტან ლონდარიძე და თამარ ლუკავა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები. მათ ილაპარაკეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოყვანილია ორი ფაქტი, როცა მსჯავრდებულები აიძულეს შეეცვალათ მათ მიმართ არაადამიანურად მოპყრობის შესახებ ჩვენება. ნესტან ლონდარიძემ ილაპარაკა ამ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ ეს ორი შემთხვევა გასაჯაროებისთვის შეირჩა იმის გამო, რომ მსჯავრდებულებმა განაცხადეს თანხმობა. თამარ ლუკავამ ილაპარაკა ქალთა დაწესებულებებში ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG