Accessibility links

logo-print

9 მარტს „ეპლმა“ გამართა პრეზენტაცია, რომელზეც კომპანიამ ახალი ლეპტოპი და სმარტსაათები წარმოადგინა - 12-inch MacBook და საათები, რომელთა ფასიც 350-დან 17 000 დოლარამდე მერყეობს. ეს „ეპლის“ პირველი "ჭკვიანი" საათებია. ასევე საინტერესოა ახალი ლეპტოპიც, რომელიც არ წარმოადგენს აქამდე არსებულ არც ერთ ხაზს, არც Air-ს და არც Pro-ს. ეს მსუბუქი, თხელი და მოსახერხებელი კომპიუტერია, რომელიც ერთი დამუხტვით 9 საათს ძლებს და დაახლოებით 900 გრამს იწონის. ინოვაციებზე, რომლებიც კომპანიამ გასულ კვირაში გამართულ პრეზენტაციაზე შემოგვთავაზა დათო ჩიხლაძე „ეპლის“ „ევანგელისტს“, დიმიტრი გოგელიას, ესაუბრა.

XS
SM
MD
LG