Accessibility links

logo-print

13 მაისს 35 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალურ მატჩში დაამარცხეს მაშინდელი გდრ-ის ქალაქ იენის „კარლ ცაისი“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. ამ თარიღის აღსანიშნავად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა გამოუშვა ალბომი, რომელშიც თავმოყრილია თასების თასის მოგების შესახებ ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები. გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული - მასში შესულია თასების თასის 1980-81 წლების გათამაშებასთან დაკავშირებული ასზე მეტი ფოტოსურათი, ასევე ფეხბურთელთა პირად არქივებში დაცული ფოტოები და კერძო კოლექციონერების საფეხბურთო პროგრამები. დღეს ჩვენც გავიხსენებთ 1981 წლის 13 მაისს, სპორტული საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უბედნიერეს დღეს. ჩემთან ერთად პრაღის სტუდიაშია დავით კაკაბაძე.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG