Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გიყვარდეთ ისეთები, როგორებიც ვართ“


სოციალური თერაპიის სახლში წარმოებული ქაღალდი
სოციალური თერაპიის სახლში წარმოებული ქაღალდი
გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში გვესტუმრნენ საქართველოში სოციალურ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები. „კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ - ასე ეწოდება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც „სოციალური თერაპიის სახლადაც“ იცნობენ. მას უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს - 1990 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირთა განვითარებას, მათ სოციალურ ინტეგრაციას. ამ მისიასა და „სოციალური თერაპიის სახლის“ ყოველდღიურ მუშაობაზე დაწვრილებით გვიამბეს ორგანიზაციის გენერალურმა მენეჯერმა ნანა ლომაძემ, მხატვარმა თერაპევტმა შორენა მოსაშვილმა და სოციალურმა თერაპევტმა თამარ ხუციშვილმა. პირველ რიგში ნანა ლომაძეს ვკითხეთ პრაღაში ვიზიტის მიზეზზე.


please wait

No media source currently available

0:00 0:13:23 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG