Accessibility links

რა უშლის ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კამპანიის ეფექტიანობას?


დავით ოთიაშვილი, ზურაბ სიხარულიძე

დავით ოთიაშვილი, ზურაბ სიხარულიძე

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს აქტუალურობა არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუკარგავს. ჯანდაცვის პროფესიონალებისა და უფლებადამცველების ნაწილი თვლის, რომ მთავრობის ის ინიციატივაც, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად ცხადდება, ნარკოტიკების მომხმარებელთა ცხოვრებაში თითქმის არაფერს შეცვლის. ბოლო ხანს საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებით გააქტიურდა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. 2 ივნისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციებიც გაიმართა. როგორ აფასებენ ამ ტიპის კამპანიებს პროფესიონალები: რამდენად აახლოებს ის გაცხადებულ მიზანს? რისი დეფიციტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიაში? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ექიმი-ნარკოლოგები: ზურაბ სიხარულიძე, კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი და დავით ოთიაშვილი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის - „ალტერნატივა-ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG