Accessibility links

რა საფრთხეს ქმნის საზოგადოების უკონტროლო კონტროლი?


ლიკა საჯაია და გიორგი კლდიაშვილი

ლიკა საჯაია და გიორგი კლდიაშვილი

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გასაპროტესტებლად გააქტიურებას გეგმავენ. ლაპარაკია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე, აქციების მოწყობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით და კანონით დაშვებულ ყველა სახის აქტივობაზე. რას თვლიდა საფრთხედ საპარლამენტო უმრავლესობა, როცა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროეტთა პაკეტს დაუჭირა მხარი და რას თვლიან საფრთხედ არასამთავრობო ორგანიზაციები? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი - ლიკა საჯაია და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი - გიორგი კლდიაშვილი.

XS
SM
MD
LG