Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპატრიაცია ბარიერებით


ზუსტად რვა წლის წინ, 2007 წლის ივლისში საქართველომ მიიღო კანონი “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. განისაზღვრა ვადები - რამდენი ხნის განმავლობაში შეეძლოთ ადამიანებს საქართველოსგან რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნა. 2010 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“. 2011 წლის 1 მარტს შეიქმნა რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო. რეპატრიაციის პროცესი დღემდე გრძელდება და გრძელდება არცთუ უპრობლემოდ ზოგიერთისთვის. დეპორტირებული მესხების რეპატრიაცია-ინტეგრაციის თვალსაზრისით დღეს არსებულ ვითარებასა და სირთულეებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია თამთა პაპუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლის ხელშემწყობი პროექტის მონიტორი და ეკა ქობესაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი.

რეპატრიაცია ბარიერებით
please wait

No media source currently available

0:00 0:16:54 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG