Accessibility links

„საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში“ ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა. და, რა თქმა უნდა, ეს ანგარიში მოიცავს საქართველოს წიგნის ბაზარზე არსებულ პრობლემებს, წინააღმდეგობებს, რომლებსაც ქართველი გამომცემლები ხვდებიან, მხატვრული ლიტერატურის გამოცემას, სახელმძღვანელოებს... პრობლემა უამრავია და ამაზე არაერთხელ უსაუბრია რადიო თავისუფლებას. ამჯერად კი, ეს ახალი ანგარიში გახდა საბაბი, რომ კიდევ ერთხელ გვემსჯელა საგამომცემლო საქმის პრობლემებზე საქართველოში - საფრთხეებზე, შესაძლებლობებზე...

კახმეგ კუდავა, გვანცა ჯობავა

კახმეგ კუდავა, გვანცა ჯობავა

კოლაფსი გველისო - გვითხრეს ქართველმა გამომცემლებმა - ვეცადეთ უფრო დაწვრილებით გაგვერკვია რას გულისხმობენ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა კი სულ უფრო ახლოვდება... სწორედ ამიტომ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ ანგარიშის ავტორი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა და გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG