Accessibility links

23 კანდიდატი და ამომრჩევლის 47%-იანი აქტივობა


ზურაბ ფუტკარაძე, ეკა გიგაური

ზურაბ ფუტკარაძე, ეკა გიგაური

27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის 23 კანდიდატი დაარეგისტრირა. კანდიდატთა სიმრავლემ ვერ უზრუნველყო არჩევნის მრავალფეროვნება. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა და ხმები პრაქტიკულად სამ კანდიდატზე გადანაწილდა. 18-მა კანდიდატმა ამომრჩეველთა 1%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ბოლო არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი აჩვენებს, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ნიშა არსებობს და მის დაკავებაზე ნამდვილად არ მოუხდენია ზეგავლენა პრეზიდენტობის კანდიდატთა სიმრავლეს. ნინო გელაშვილმა თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და კოალიციის - „სამოქალაქო განვითარებისთვის“ წარმომადგენელი ზურაბ ფუტკარაძე.
XS
SM
MD
LG