Accessibility links

logo-print

მედიკამენტები რეცეპტით და ურეცეპტოდ


ნაილი შენგელიძე და მარინა დარახველიძე

ნაილი შენგელიძე და მარინა დარახველიძე

პირველი სექტემბრიდან საქართველოში გარკვეული დასახელების მედიკამენტები აფთიაქებში ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. მოქალაქე ვალდებული იქნება ჯერ ექიმს მიმართოს და მხოლოდ მის მიერ გამოწერილი რეცეპტით იყიდოს აფთიაქში წამალი. შესაბამისი ცვლილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა. რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი, რომელი პრეპარატების ყიდვა შეეძლებათ მოქალაქეეებს ურეცეპტოდ და რომლის არა, რას გულისხმობს გრძელვადიანი რეცეპტი - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მოწვეულნი არიან შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ნაილი შენგელიძე.

XS
SM
MD
LG