Accessibility links

logo-print

ვინ და როგორ უნდა მოუაროს ლარს?


თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი (მარცხნივ) და ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი (მარცხნივ) და ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი.

გასულ კვირასთან შედარებით ლარის კურსის არა მხოლოდ დაღმასვლის, არამედ მკვეთრი დაცემის ფონზე ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, დამატებითი განმარტებები მიეწოდებინა მოსახლეობისთვის, რომელიც კარგად გრძნობს ლარის კურსის ვარდნის მთელ სიმძიმეს. პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა - „სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი“; ეკონომიკის მინისტრმა - „ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“; ფინანსთა მინისტრმა - „ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება“; პრეზიდენტის მრჩეველმა - „ყველაზე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს კოორდინირებული მუშაობა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის“. ყველანი, მათ შორის ექსპერტებიც, თანხმდებიან, რომ ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები და ეს მეტნაკლებად აისახა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ვალუტებზე. თუმცა, საქართველოში კამათობენ, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის შიგნით საკეთებელზე - ვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ლარის კურსის მკვეთრად ვარდნის გამო? ნინო გელაშვილი ლარის კურსის ვარდნით შექმნილ ვითარებასა და სხვადასხვა უწყების კომპეტენციის საკითხზე ელაპარაკება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ლექტორს, ზვიად ხორგუაშვილსა და ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG