Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა და მოსკოვმა ვმო-ზე შეთანხმება გააფორმეს


საქართველომ და რუსეთმა დაასრულეს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. დღეს ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებმა ჟენევაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საზღვრებზე საბაჟო ადმინისტრირებას და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებს. საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მინიტორინგი განხორციელდება და ამოქმედდება ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა.
XS
SM
MD
LG