Accessibility links

logo-print

მიწის რეგისტრაციის მოწესრიგება - გარდაუვლად მტკივნეული საკითხი


ანა კიკნაძე და გია ჯანდიერი

ანა კიკნაძე და გია ჯანდიერი

2015 წლის ბოლოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამოჩენისთანავე, ბევრი კითხვა გაჩნდა. განმარტებით ბარათში ცვლილებების მთავარ მიზნად სახელდება მიწის რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნა საქართველოში - ქვეყანაში, სადაც, სხვადასხვა შეფასებით, მიწის 70-90 პროცენტზე საკუთრების უფლება არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. კანონპროექტი გააკრიტიკა სახალხო დამცველმა, გააკრიტიკეს აგრეთვე პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ავის მოლოდინში არიან დაურეგისტრირებელი მიწის მესაკუთრეები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ კანონიერ მფლობელს მიწა არ ჩამოერთმევა. იუსტიციის სამინისტრომ არაერთი ღონისძიება დაგეგმა მიწის რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში იხილება. ნინო გელაშვილმა საკითხის ისტორიისა და არსებული ვითარების გასაანალიზებლად თბილისის სტუდიაში მიიწვია ანა კიკნაძე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG