Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრაზებული კარასინისა და აუღელვებელი აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში


გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე
გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის რაუნდი პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მკვახე განცხადებებისა და ცხინვალთან მდებარე ქართულ სოფელ ჯარიაშენში რუსი ოკუპანტების მიერ გზის უკანონო მშენებლობის ფონზე გაიმართა.

კარასინი განსაკუთრებით გაღიზიანებული აღმოჩნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ განცხადებით, რომელშიც ხიდაშელმა „რუსული საფრთხის წინააღმდეგ“მსოფლიოს გაერთიანების საჭიროებაზე ილაპარაკა. „ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არავის აპატიებენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ ტელეარხ „იმედთან“ პრაღაში საუბრის დროს. მიუხედავად დაძაბული ფონისა, ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ პრაღის „შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი“ და შედეგიც ჰქონდა: პრაქტიკულად გადაწყვეტილია რუსეთის საპატიმროდან ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული რამდენიმე ქართველის განთავისუფლება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG