Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დააგროვა გამარჯვებისთვის საჭირო საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი. შესაბამისად, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაში, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას მოუწოდა ერთიანობისა და პარტიული უთანხმოების დაძლევისკენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეულმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდება. დონალდ ტრამპის განცხადებითვე, ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ექნება აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი.

ტელეკომპანია "სიენენის" ცნობით, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ჯონ პოდესტამ დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს აცნობა, რომ ჰილარი კლინტონი ჯერჯერობით თავს შეიკავებს საჯარო გამოსვლისგან.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეული, 70 წლის დონალდ ტრამპი მსხვილი ბიზნესმენია. ის სამშენებლო კომპანიის Trump Organization-ის პრეზიდენტი და სათამაშო და სასტუმროს ბიზნესით დაკავებული კომპანიის,Trump Entertainment Resorts-ის დამფუძნებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG