Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელანია ტრამპის გამოსვლა - მიშელ ობამას სიტყვის ანარეკლი


მელანია ტრამპის გამოსვლა - მიშელ ობამას სიტყვის ანარეკლი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი, საკუთარი პარტიის პირველ ყრილობაზე მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ საკუთარი ცოლი მელანია წარედგინა. 18 ივლისს კლივლენდში ყრილობაზე შეკრებილებს წარმოშობით სლოვენიელმა ყოფილმა მოდელმა უთხრა, რომ მისი ქმარი არის ნიჭიერი, ქველმოქმედი, უზადო ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა გააერთიანოს. კრიტიკოსებმა მას ბრალი დასდეს ბარაკ ობამას ცოლის, მიშელის ნათქვამის გამეორებაში, როდესაც ის 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე იმ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას მეუღლის რანგში გამოვიდა სიტყვით. დაგეგმილია, რომ რესპუბლიკური პარტია ოფიციალურად წარადგენს ტრამპს კანდიდატად 20 ივლისს დანიშნულ ყრილობაზე. კანდიდატი კი მომდევნო საღამოს გამოვა სიტყვით.

XS
SM
MD
LG