Accessibility links

logo-print
სოფელ დვანში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ასეთი შეხვედრების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს ბოლო ინციდენტები, საუბარი შეეხო უსაფრთხოების ზომებსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვართან ნაღმების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით. დღესვე შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ეუთოს მომავალი მორიგე თავმჯდომარე ირლანდიის საგანგებო წარმომადგენელი, პადრეგ მარფი. დვანის შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 24 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG