Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ებოლასთან ბრძოლის საკითხებში კოორდინატორი დანიშნა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დანიშნა ებოლის გავრცელებისთვის ხელის შეშლის საკითხებში კოორდინატორად რონ კლეინი. უფრო ადრე, ობამამ აღნიშნა, რომ არ ემხრობა დასავლეთი აფრიკიდან ჩამოსულებისთვის საზღვრების დაკეტვას. ობამა, პრინციპში არ არის წინააღმდეგი აიკრძალოს აშშ-ში შესვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც ებოლა მძვინვარებს, თუ ეს ამერიკელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ, თქვა ობამამ, სპეციალისტებს ეს ზომა არაეფექტიანად მიაჩნიათ. ებოლის მსხვერპლი, ბოლო მონაცემებით, ოთხი ათას ხუთასზე მეტი ადამიანი გახდა. ყველაზე მეტი სასიკვდილო შემთხვევებია ლიბერიაში, სიერა ლეონესა და გვინეაში.

XS
SM
MD
LG