Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით ებოლა ნელ-ნელა მარცხდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ფრთხილი ოპტიმზმით უყურებს აშშ-ში ებოლის შესაძლო გავრცელებასთნ ბრძოლის პროგრესს. ამერიკაში სკრინინგის ახალი წესები შემოიღეს ქვეყანაში ებოლის შესვლის აღსაკვეთად. ობამას განცხადებით ამერიკაში ებოლით დაღუპული ერთი ადამინის ნათესავებს საფრთხე არ ემუქრებათ. მისივე თქმით ლიბერიაში, ქვეყანაში, სადაც ებოლის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარებაა, ბოლო დროს მცირედი პროგრესი შეინიშნება. სულ ებოლისგან 4877 ადამიანია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG