Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: ეგვიპტეში სასწრაფოდ უნდა აღდგეს სამოქალაქო მმართველობა


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

ეგვიპტეში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, ადლი მანსური დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.

ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმანთა საძმოს“, რომლის წარმომადგენელიც არის ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მოჰამედ მურსი, აცხადებს, რომ მურსი შინაპატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ იტყობინება ”ბი-ბი-სი”, რომელიც ისლამისტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ეგვიპტის არმიის გადაწყვეტილებას - გადაეყენებინა პრეზიდენტი მუჰამედ მურსი - მრავალი ქვეყანა და ორგანიზაცია გამოეხმაურა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო. პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა აღდგეს სამოქალაქო მმართველობა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ არმია მოახერხებს ეგვიპტელების უფლებების დაცვას.
ბევრი ეგვიპტელი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რათა გამოეხატა პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა ამ სიტუაციაში სამხედროების ჩარევა, ნებისმიერ ქვეყანაში საფრთხის შემცველია...

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ეგვიპტელებს პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. „ბევრი ეგვიპტელი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რათა გამოეხატა პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა ამ სიტუაციაში სამხედროების ჩარევა, ნებისმიერ ქვეყანაში საფრთხის შემცველია“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე აღნიშა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება პასუხისმგებელი.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ყველა მხარეს მოუწოდებს „სწრაფად დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესს“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გუიდო ვესტერველე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ეგვიპტეს „ყურადღებით და დიდი შეშფოთებით“ აკვირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა. სირია მიესალმა მურსის გადაყენებას და ამას „დიდი მიღწევა“ უწოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპატიმრებულია ეგვიპტის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ხიშამ კანდილი, რომელსაც სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. კანდილი, რომელმაც ნავთობისა და ფინანსთა მინისტრთან ერთად თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ტექსტილის კომპანიის რენაციონალიზაციის შესახებ. პრემიერის გადადგომამდე თანამდებობები დატოვეს ეგვიპტის საგარეო საქმეთა, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ტაჰრირის მოედანზე ზეიმობენ პრეზიდენტ მურსის გადადგომას

ტაჰრირის მოედანზე ზეიმობენ პრეზიდენტ მურსის გადადგომას

იუსტიციის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სასმელი წყლისა და სანიტარიის მინისტრებმა, აგრეთვე, პარლამენტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი ეგვიპტელი მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე. კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე შეკრებულნი პრეზიდენტ მურსის გადადგომას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.
XS
SM
MD
LG