Accessibility links

logo-print

16 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი ეკა ელოშვილი. ეკა ერთ-ერთი ორგანიზატორია გამოფენისა, "სპორტფოტო 2015", რომელიც თბილისში, "დინამო არენაზე", 16 თებერვალს გაიხსნება და გასული წლის საუკეთესო სპორტულ მოვლენებს ასახავს.

"სპორტფოტო 2015" ქართველი სპორტული ჟურნალისტების ერთი ნაწილის ინიციატივაა, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და, გარდა გამოფენისა, ბეჭდურ გამოცემასაც მოიცავს. პროექტი 26 ფოტოგრაფის 80-მდე ნამუშევარს აერთიანებს და სპორტის პოპულარიზაციასა და ქართველი სპორტული ფოტოგრაფების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

რა სპეციფიკა აქვს სპორტულ ფოტოგრაფიას, სად შეუძლიათ ამ ჟანრში მომუშავე ადამიანებს საკუთარი ნამუშევრების გამოყენება, რა მთავარი სპორტული მოვლენები აღმოჩნდა აღსანიშნავი ქართველი სპორტსმენებისთვის - სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG