Accessibility links

30 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მუშაობაზე. გიგაური თვლის, რომ კომისია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო და საზოგადოებისთვის მეტი შუალედური ინფორმაცია მიეწოდებინა. დროებითი კომისიის მანდატი 31 იანვარს იწურება და ის საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს. ეკა გიგაურმა ილაპარაკა აგრეთვე დროული, ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელობაზე და იმგვარი სისტემური პირობების შექმნა, რაც მაქსიმალურად შეამცირებდა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩაწერის ალბათობას.
XS
SM
MD
LG