Accessibility links

logo-print

ეკა ტყეშელაშვილი: ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულებით საკუთარ სანდოობას დაამტკიცებს


ეკა ტყეშელაშვილი

ეკა ტყეშელაშვილი

18 დეკემბერს პრაღაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია,სადაც კრემლის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის შედეგად რუსეთის მეზობლად შექმნილ უსაფრთხოების შეცვლილ გარემოზე იყო საუბარი. ჩეხეთის, სლოვაკეთის, აშშ-ისა და საქართველოს წამყვანი ექსპერტები ლაპარაკობდნენ იმ ერთიან მიდგომაზე, რაც რუსეთის ქმედების მიმართ უნდა ჰქონდეს ყველა ევროპულ სახელმწიფოსა და, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე რუსეთის მეზობელ ქვეყნებს. ნატოს პრაღის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება სემინარის დასრულების შემდეგ შეხვდა პრაღის ნატოს საინფორმაციო ცენტრში.

XS
SM
MD
LG