Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საწარმოთა ოპტიმიზაცია


საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა. ცნობილი გახდა ის ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე განახორციელა ან უახლოეს მომავალში იგეგმება. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ყურადღება ძირითადად გამახვილებული იყო საწარმოების გაუმჭვირვალობასა და მართვაში არსებულ პრობლემებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის გამჭვრივალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს. სააგენტო წარმართავს სახელმწიფოსმართვაში არსებული იმ საწარმოების ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და ოპტიმიზაციის პროცესსს, რომლებიც არ ფუნქციონირებენ ან არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

ამჟამად სააგენტოს მართვაში 243 საწარმოა. აქედან ეკონომიკურ საქმიანობას მხოლოდ 68 საწარმო ეწევა, 24 საწარმოზე კი მიდის გაკოტრებისსაქმის წარმოება.

სააგენტოში შემუშავებული და დანერგილია რეპორტინგის სისტემა, კერძოდ, მონაცემთა მოპოვებით ხორციელდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში მყოფ საწარმოთა მონიტორინგი და გროვდება ფინანსური ინფორმაცია. ამასთან, ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციით, განსაზღვრული ტრენინგების ფარგლებში, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტთან და დაგეგმილია დამატებითი ტრენინგების ჩატარება საწარმოთა ხელმძღვანელებისა და ფინანსური სამსახურის თანამშრომლებისათვის.

სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულია 9 882 თანამშრომელი, რომელთა ჯამური შრომითი ანაზღაურება განსაზღვრულია წელიწადში 90 674 084 ლარით, რაც, საშუალოდ,ერთ თანამშრომელზე წელიწადში 9 176 ლარს შეადგენს.

სააგენტომ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადმოცემულ საწარმოთა ნუსხით განსაზღვრულ საწარმოებში (75 საწარმო), სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის ფაქტის დადგენისა და დადასტურების მიზნით,განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები. ვინაიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა ეტაპობრივად მუშავდება და არსებობს მონაცემთა უზუსტობის ალბათობა, ხოლო მთელ რიგ საწარმოებზე არ არსებოდა რეესტრის ამონაწერები, სააგენტოში შეგროვდა ინფორმაცია ამ საწარმოების შესახებ, შემდგომში მათი ოპტიმიზაციის პროცესში ჩასართველად.ჩატარდა შეხვედრები საწარმოების დირექტორებთან.ინფორმაციის შეგროვების შედეგად აღმოჩნდა, რომ 3 საწარმო პრივატიზებულია, მაგრამ შესაბამისი ცვლილება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

დღეის მდგომარეობით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზნით, აღნიშნული 75 საწარმოდან სააგენტოს მიერ დოკუმენტაცია მომზადებულია 10 საწარმოზე. სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო აგრძელებს გადახდისუუნარო საწარმოთა მინიმიზაცია/ოპტიმიზაციის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG