Accessibility links

logo-print

ENPARD ქართველ ფერმერებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში დაეხმარება


ევროკავშირთან ინტეგრაცია, ბაზრის გახსნისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარდა, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელებაც საქართველოში ამჟამადაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). პროგრამის სამიზნე საქართველოს სოფლის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაა.

მაშინ, როცა სოფლად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში კი 9 პროცენტს მცირედითაჭარბებს, მსგავს პროგრამებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ პროგრამაზე დღეს უფრო დეტალურად შევჩერდებით.

ევროკავშირის 52 მილიონევროიანი ხუთწლიანი პროგრამა (ENPARD) 2013 წლის მარტიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა დაფერმერების მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობას, საბოლოო მიზანი კი, ცხადია, საქართველოს სოფლის ეკონომიკური გამოცოცხლებაა.

ENPARD-ს ამჟამად ჰყავს 15 პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ. მათ შორის, სწორედ ამ ორგანიზაციების მეშვეობით ხდება კოოპერატივების შექმნაში მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და მათთვის ფინანსური დახმარება. ENPARD-ის განმახორციელებლების ინფორმაციით, 2015 წლის 19 მაისისთვის რეგისტრირებული აგროკოოპერატივების რაოდენობამ 888 შეადგინა, რაც ამ პროგრამის დამსახურებაც არის.

ENPARD-ის ინიციატივით, საქართველოს რაიონებში შეიქმნა საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები, სადაც დაახლოებით 350 ექსპერტი მუშაობს. ისინი დაახლოებით 250 000 ფერმერს ემსახურებიან დაგაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის თაობაზე უწევენ კონსულტაციებს.

პროგრამა მიზნად ისახავს სტატისტიკის გაუმჯობესებასაც, რათა სოფლად არსებული რეალური საჭიროებების შესახებ ხელისუფლებამაც და დონორებმაც უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღონ. 2014 წელს საქართველომ სოფლის მეურნეობის აღწერა ჩაატარა, რომლის შედეგიც სრულად მომავალ წელს გამოქვეყნდება.

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება წარმოების პოტენციურად მზარდი დარგების აქტიური ხელშეწყობა და წახალისება, მაგალითად, თხილისა და ჩაის სექტორებში; ასევე აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების დახმარება.

მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს პროგრამასრეგიონის დივერსიფიცირებული განვითარების კომპონენტიც დაემატა, რომელიც ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში ყველა მცხოვრები ფერმერი ვერ იქნება და ბავშვის მოვლა-გართობის ბიზნესი, საოჯახო სასტუმრო თუ ეკოტურიზმი ასევე საჭიროებს განვითარებას, იმისათვის რომ მოსახლეობის დასაქმებისა და რეგიონში სიღარიბის აღმოფხვრის ალტერნატიული გზები არსებობდეს. ამ კუთხით, ENPARD ახორციელებს მცირე გრანტების პროგრამას.

ENPARD ფერმერებსმათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესორგანიზაციებთან დაკავშირებაშიც შეიძლება დაეხმაროს. ცოტა ხნის წინ ქართული ონლაინპლატფორმის Kar.ge-ის მეშვეობით ქართველი ფერმერების პროდუქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება დაიწყო. Kar.ge-ზე კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მოქალაქეების გარდა, საიტს ქართული ნაწარმით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებიც ადევნებენ თვალს.

მსგავსი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად მათი განხორციელება, რათა სარგებელი, რომელიც მათ უნდა მოიტანონ, შეზღუდულ ჯგუფებზე არ იყოს მიმართული და მათში ჩართვა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ეკონომიკური სარგებლიანობის დათვლა, რაც ევროინტეგრაციის ეკონომიკურ ეფექტზეც შექმნის დამატებით წარმოდგენას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG