Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურბანიზაციის ეკონომიკური ასპექტები


თბილისის მერია
თბილისის მერია

დღეს ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარებაა, რის ყველაზე მკაფიო სიმპტომი ლარის ამჟამინდელი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე მსჯელობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ქვეყანაში ურბანიზაციის დონე ეკონომიკური და სოციალური განვითარების კარგი ინდიკატორი და განვითარებულ და განვითარებადქვეყნებს შორის სხვაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი იანვრისთვისსაქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 730 ათასი კაცი შეადგინა - მათ შორის, ქალაქად 2 მილიონ 140 ათასი, სოფლად კიმილიონ 589 ათასი ადამიანია.გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 57,4 % ქალაქში, ხოლო 42,3 % სოფლად ცხოვრობს.

ეს ტენდენცია ზოგისთვის ტრაგედიაა, რადგან, ურბანიზაციის კლასიკური განმარტების მიხედვით, ეს არის სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაციის პროცესი, რაც სოფლის დაცლასთან ასოცირდება და აღიქმება როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.

იმისათვის, რომ არასწორი დასკვნები არ გავაკეთოთ, არსებითად მნიშვნელოვანია ვხედავდეთ განსხვავებას აგრარულ და განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებს შორის, რადგან აგრარული ქვეყანა, სრულებით არ არის აუცილებელი, წამყვანი ქვეყანა იყოს სოფლის მეურნეობის დარგში.

ჩვენ ადრეც გვითქვამს და ახლაც შეგახსენებთ: მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ აგრარული ქვეყნების უმრავლესობა, სადაც მოსახლეობის 50 %-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს, აფრიკის კონტინენტის ყველაზე ღარიბ რეგიონშია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალიან შორსაა თუნდაცსაქართველოს დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისგან. მაგალითად, ეთიოპია, რომლის მოსახლეობის85 პროცენტზე მეტისოფლად ცხოვრობს, ხოლოსოფლის მეურნეობა მისი ეკონომიკის ნახევარზე მეტს შეადგენს და სწორედ ე. წ. აგრარულ ქვეყნებს შორის მოიაზრება, მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. ასევეანიგერია, სადაც მოსახლეობის57 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და სოფლის მეურნეობა მთლიანი ეკონომიკის 40 პროცენტია. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა საფრანგეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუნდაც მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,სტატისტიკური მონაცემებით კი, საფრანგეთში სოფლად ქვეყნის მოსახლეობის 5 %-ზე ნაკლები ცხოვრობს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული სტრუქტურული პრობლემის წინაშე დგას, რადგან დღესაც კი ჩვენი მოსახლეობის 50 %-ზე მეტი სოფლის მეურნეობის დარგშია დასაქმებული და, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს მცირედით აჭარბებს, რაც ამ დარგის მასშტაბური არაეფექტურობის შედეგია.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 50 %ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 %-ზე ნაკლებს ქმნის, ხოლო დარჩენილი50 % - მშპ-ს 90 %-ს, რაც მასშტაბური შეუსაბამობაა და მკვეთრ ეკონომიკურ უთანასწორობას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების პარალელურად (და მეტიც, სუბსიდირების პროექტების ნაცვლად), ლოგიკური იქნება ოპტიმალური ურბანიზაციის ხელშეწყობა, მრეწველობის, ტურიზმის, მომსახურებისა დაფინანსური სფეროების განვითარებაზე ორიენტირება, რადგან ეს ყოველივე ეკონომიკურ ზრდასთანაა კავშირში.არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ურბანიზაცია მოიაზრება როგორც შექმნა ე. წ. „თავკომბალა“ ქალაქებისა, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება კონცენტრირებული,არამედ ეს ნიშნავს ურბანული ზონების გაფართოებასა და განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის რეგიონებში სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამების პარალელურად, ხდებოდეს რეგიონალური ურბანიზაციის ხელშეწყობა და ევროკავშირის რესურსიც, რომელიც თანდათან უფრო და უფრო მეტი შემოვა ქვეყანაში, სწორედ ამ მიმართულებით წარიმართოს. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG