Accessibility links

სამრეწველო პროდუქციაზე ფასების მაჩვენებელი, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი პერმანენტულად აქვეყნებს, წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რამდენად უძვირდებათ მწარმოებლებს და, შესაბამისად, მყიდველს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თუ მომსახურება. ბოლო წლის განმავლობაში, ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნის ფონზე, მწარმოებელთა ფასები მუდმივად იზრდება. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მტკივნეული ჩანს, თუ 2015 წლის მაჩვენებელს 2014 წლისას შევადარებთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მოსახლეობის შემოსავალი ზრდით არ გამოირჩევა. განმარტებისთვის: ცალკე მაჩვენებელია, ზოგადად, საქართველოში მოხმარებული პროდუქცია და ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან მიმართებით, 0,8 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,3 %-ით გაიზარდა, თუმცა ზრდა არის წინა თვესთან შედარებითაც, კერძოდ:
საქსტატის ცნობით, 2015 წლის ოქტომბერში, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4 პროცენტით გაიზარდა.

წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე(დაახლოებით, 10,3 პროცენტით). იყო სფეროები, რომლებზეც ფასები შემცირდა. მაგალითად,აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე, სადაც ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა; მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-4,0 პროცენტი).

როგორც უკვე ვთქვით, გაცილებით მნიშვნელოვანი ზრდაა ფასებში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ბოლო 10 წლის მანძილზე კი ფასები თითქმის გაორმაგებულია, კერძოდ, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში ფასები გაიზარდა 80,2 პროცენტით.

რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, ფასების ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ დამამუშავებელ მრეწველობაზე: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით და ამ სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (6,6 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (33,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები გაიზარდა 13,0 პროცენტით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG