Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დახმარებები საქართველოს


არასამთავრობო ორგანზიაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვენა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა მოცულობის დახმარებას იღებდა და იღებს სქართველო 1995 წლიდან დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება (ამ მონაცემებში არ შედის შეღავათიანი კრედიტები)2 მილიარდ 71 მილიონაშშ დოლარს აღემატება. აღნიშნული თანხიდან საქართველოს ყველაზე დიდი თანხა - 392 მილიონი აშშ დოლარი - უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი, როცა საქართველომ 272, 8 მილიონიაშშ დოლარი მიიღო დასავლეთის ქვეყნებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2015 წელს, 31 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129, 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ, ორგანიზაციის მონაცემებით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ

გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 მილიონი აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65, 8 მილიონი აშშ დოლარი, იაპონია - 41 მილიონამდე აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 მილიონი აშშ დოლარი და უკრაინა - 12,6 მილიონი აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი (EC) - 550 მილიონი აშშ დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 მილიონი აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45,3 მილიონი აშშ-დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22,3 მილიონიაშშ დოლარი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ უსასყიდლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნები თუ გაერთიანებები. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოს უსასყიდლო ფინანსური დახმარებისთვის ერთობლივად გამოყვეს მილიარდ ნახევრამდე აშშ დოლარი. ამასთან, განმარტებისთვის უნდა ითქვას, რომ აქ საუბარია საქართველოს სახელმწიფოსთვის გაწეულ დახმარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ბიუჯეტის გავლით იხარჯება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში არ შედის შეღავათიანი კრედიტები, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება. ორგანიზაცია საგანგებოდ უსვამს ხაზს კიდევ ერთ ფაქტს: მიღებული მონაცემების მიხედვით, 1995 წლიდან დღემდე რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG