Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის ექსპორტის ტენდენციები


ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გასული წლის ექსპორტის შედეგები შეაჯამა. სტატისტიკა მოწმობს, რომ, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 39 %-ითაა შემცირებული და ამაში მთავარი წვლილი რუსეთისა და უკრაინის ბაზრებს მიუძღვით. კერძოდ, ექსპორტმა მკვეთრად იკლო 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-51 %) და უკრაინაში (-56 %). მიუხედავად ამისა, დღესაც ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულიასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177 ბოთლი, ყაზახეთი - 5 195 949, უკრაინა -3 412 453, ჩინეთი -2 672 154 და პოლონეთი - 1 600 302. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 მილიონიბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც, თანხობრივად, 98 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გასული წლის მთავარ მიღწევად სააგენტოში ჩინეთის ბაზრის ათვისებას მიიჩნევენ. სააგენტოს ინფორმაციით, წლის დასაწყისში დაფიქსირებულიექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაცქართული ღვინის ექსპორტისზრდამ 122 %-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 12 თვეში ექსპორტირებულია, სულ, 2,6 მილიონი ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა, რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი, რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს, - 3 % (1 600 302 ბოთლი); ასევე, ლიტვა - 4 % (658 666), ესტონეთი - 54 % (506 124), ნიდერლანდები - 58 % (51 432), საფრანგეთი - 190 % (37 956), დანია - 100 % (34 840) და სხვა. ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 31 % (248 075), კანადა - 48 % (157 836), იაპონია - 5 % (138 290). ექსპორტი გაიზარდა აგრეთვე ყირგიზეთში - 79 % (185 514), ისრაელში - 48 % (35 820), კორეაში - 37 % (24 054) და სხვა.

მთლიან რაოდენობაში ყველაზე მეტი ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ – 5 114 901 ბოთლი, წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“ – 1 827 248 ბოთლი, და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 343 232 ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 651 348 ბოთლი, და წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 348 416 ბოთლი. ამასთან ერთად, 2015 წელს საქართველოდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში18,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 26,5 მლნ აშშ დოლარია. გასულ წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 118 890 ბოთლი (0,5 ლ)ჭაჭა. ესკი თანხაში 466,3 ათასი აშშ დოლარია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG