Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტიციები საქართველოში


გაფომების ეკონომიკური ზონა (გეზ) ლილოში
გაფომების ეკონომიკური ზონა (გეზ) ლილოში

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23 %-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1 351 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, გასულ წელს ამ ქვეყნის წილი ინვესტიციებში მაინც შთამბჭდავი იყო და იგი ლიდერის პოზიციას იკავებდა. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, 40 პროცენტით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო, 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები, 8 პროცენტით. ეს მონაცემი მოწმობს იმასაც, რომ ინვესტიციების 63 პროცენტი სწრედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გასულ წელს ჩინეთთან აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ლაპარაკობდა, ეს ქვეყანა ინვესტორ ქვეყანათა სამეულში ვერ მოხვდა და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, 58-მილიონიანი ინვესტიციით.

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2015 წელს 68 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილი დაიკავა მშენებლობამ, 191 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე - დამამუშავებელმა მრეწველობამ, 129 მლნ აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი კომპანიების რეიტინგული ნუსხა ასე გამოიყურება: "ბი-ფი ჯგუფი"; სს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"; სს "ბიჯეო ჯგუფი"; შპს CBD Development, "აიდიეს ბორჯომი" - შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის" საქართველოს ფილიალი; შპს "აჭარისწყალი ჯორჯია"; შპს "ტავ ურბან საქართველო"; სს "ნენსკრა ჰიდრო"; შპს "რუსთავის აზოტი"; შპს "ბათუმი თაუერი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG