Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტის შემცირების ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია


საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"
საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"

გუშინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ექსპორტის შემცირების ტენდენცია ქვეყანაში კვლავ შენარჩუნებულია.

2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 70 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 290 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2 მილიარდ 509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.

თუ დღემდე ევროკავშირთან ვაჭრობა ბოლო წლების მანძლზე შეუქცევადად ზრდით ხასიათდებოდა, ახლა ამ მიმართულებითაც შემცირებაა: 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 მილიარდ 165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 185 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 980 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში - 24 პროცენტი და იმპორტში - 30 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში, შესაბამისად, 30, 27 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში, ასევე, 32 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მაისში 953 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 16 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 236 მლნ. აშშ დოლარი (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 717 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში - 30 პროცენტი და იმპორტში - 22 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში, შესაბამისად, 29, 38 და 26 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში - 21 პროცენტი).

2016 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (621 მლნ. აშშ დოლარი), კანადა (458 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2016 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 127 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 66 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 63 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა - 22 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 748 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 23 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 186 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 178 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG