Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსია იზრდება


მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე იზრდება, 1 სექტემბრიდან კი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია 216 ლარი იქნება. შესაბამისი დოკუმენტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. საქართველოს ბიუჯეტის სოციალური ტვირთი კიდევ უფრო იზრდება და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხდება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ერთი მესამედი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვისაა მიმართული. ამავდროულად, მთავრობაში აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას საპენსიო რეფორმაზე, რომელიც პენსიის დაგროვებითი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს.

სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება ამბობდა, რომდაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას მთავრობა აპირებს არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. სისტემის თანახმად, აკუმულირებული სახსრების განკარგვა კერძო ფონდის მეშვეობით მოხდება.

ამ ინიციატივის გახმოვანებისას მთავრობაში აცხადებდნენ, რომ, დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საპენსიო დანაზოგების ნებაყოფლობით დაგროვებას. მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებს იმ მოდელს, რომელიც მოიცავს 6 %-იან საპენსიო აქტივს, სადაც დასაქმებულთა მონაწილეობა იქნება ნებაყოფლობითი. კერძოდ, დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში, ის შემოსავლის 2,%-ს განათავსებს საპენსიო აქტივში, ხოლო სახელმწიფო და დამსაქმებელი სავალდებულო წესით უზრუნველყოფენ ორ-ორი პროცენტის დამატებას. შესაბამისად, ყოველთვიურად მოხდება პროგრამაში ჩართული პირის შემოსავლის 6,%-ის დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირება.

ეს ნიშნავს, რომ დამქირავებელსაც და დაქირავებულსაც ექნება მეტი გადასახადი იმისთვის, რომ დაგროვებითი სისტემა შედგეს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოდელი ამ ეტაპისათვის ყველაზე ეფექტური და შეჯერებული კონცეფციაა.

ამ იდეის პრეზენტაციისას ისიც ითქვა, რომ რისკების დივერსიფიკაციის მიზნით ფონდის ნახევარზე მეტი - დაახლოებით, 60 % - ჩაიდება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო დანარჩენი უცხოეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს სახელმწიფო, დადგინდება გარკვეული სახის ნორმები და პარამეტრები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს კერძო ფონდმა. აქტივების მართვის კომპანიას ინვესტირების განხორციელება შეეძლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი თამაშის წესის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ სრული თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება. მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ის შეამცირებს გაკოტრების ან პოლიტიკური მანიპულაციის რისკს. კერძო ფონდების არსებობა ამ შემთხვევაში საფუძველია სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის, რათა სისტემა არ გახდეს მოწყვლადი ისეთი თემების მიმართ, როგორიც არის პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტირების რიცხვის ზრდა.

ამ საკმაოდ სარისკო ექსპერიმენტული ინიციატივის ფონზე, ცხადია, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების პარალელურად შენარჩუნებული იქნება არსებული სახელმწიფო სოციალური პენსიაც. შესაბამისად, საბიუჯეტო ტვირთის შემცირებაზე საუბარი ამჯერად არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG